ნაცმოძრაობა VS. უნებართვო მშენებლობა ბათუმში

15 სექტემბერი 2021, 19:49 2002 ნახვა

როგორ ააშენეს 7 კორპუსი ბათუმში ისე, რომ მერიამ არაფერი იცოდა. ამ ყველაფერში უკანონობას მშენებელი კომპანია ვერ ხედავს და ირწმუნებიან, რომ სამუშაოები ნებართვის საფუძველზე დაიწყეს,თუმცა, როგორც ირკვევა მუნიციპალურმა ინსპექციამ ,,მეტრო ჰოლდინგი „ 6-ჯერ დააჯარიმა და თან დაევალათ შენობის დემონტაჟი - რაც არ შეასრულეს. დღეს კი მორიგი 5 ათასლარიანი ჯარიმაც გამოუწერეს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რა ფუნქცია ექნება შენობებს, კომპანიაში სხვადასხვა ვერსია დაგვისახელეს.  ნაწილი სასტუმროს, ნაწილი კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე საუბრობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში