ავსტრიაში არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა

15 სექტემბერი 2021, 18:34 1026 ნახვა

დღეიდან ავსტრიაში კოვიდ შეზღუდვები ამოქმედდა.ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით,   მაღაზიებში,აფთიაქებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არავაქცინირებულებმა პირბადეები   უნდა ატარონ. ამას გარდა, მათ კონცერტებსა და თეატრალურ წარმოდგენებზე დასასწრებად კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.ავსტრიაში 5 მილიონ ნახევარი ადამიანია აცრილი, რაც  მოსახლეობის 60% შეადგენს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში