გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ზღვაზე მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
ფოტო: ირინე წუწუნავა