ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასა და სეროპრევალენტობის კვლევებზე ისაუბრეს, რომელსაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აფინანსებს.
სეროპრევალენტობის კვლევის მიზანია, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით.