თურქეთში ავარიის შედეგად უკრაინელი ტურისტები დაშავდნენ

13 სექტემბერი 2021, 13:50 1079 ნახვა

თურქეთის მუღლის პროვინციაში  უკრაინელი ტურისტებით სავსე სამგზავრო  ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. იგი  საპირისპირო მიმართულებით მოძრავ  სასკოლო ავტობუსს დაეჯახა.

ავარიის მიზეზად  ტურისტული ავტობუსის მძღოლის გულის შეტევა სახელდება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია ტურისტული ავტობუსის მძღოლი, დაშავებულია 41 უკრაინელი ტურისტი.  7  მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა.  ინციდენტი დილის 8-ის ნახევრზე მუღლა-დენიზლის საავტომობილო მაგისტრალის მე-13-ე კილომეტრზე  მოხდა.

ტურისტულ ავტობუსში  რუსეთისა და უკრაინის  მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ისინი ბოდრუმიდან დენიზლიში მიემგზავრებოდნენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ჯანდაცვის, პოლიციის, ჟანდარმერიისა და სახანძრო ეკიპაჟები.

დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში