განახლებული ბორდერიზაცია - სუს-ში უარყოფენ

11 სექტემბერი 2021, 15:18 942 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ.ბორდერიზაციის უკანონო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლიდან ფიქსირდება.

სუსი წერს, რომ  უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი. მათივე განცხადებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობას სუსი  რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი