ხმაური იყო ქობულეთში, პირველ საარჩევნო უბანთან. ადგილზე მისულ კომისიის წევრებს შენობა დაკეტილი დახვდათ. რამდენიმე საათის განმავლობაში კომისიის წევრებს, ოლქის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს დაცვა უბნის ტერიტორიაზე არ უშვებდა.
საარჩევნო უბანი კერძო ობიექტის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ღონისძიება იმართება. ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფაქტს გაუგებრობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ კომისია შეუფერხებლად მუშაობს.