ორშაბათიდან ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით ლატარია დაიწყება. „შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს.ჯამური საპრიზო ფონდი 2 მლნ 800 ათასი ლარი იქნება. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი.
ყოველკვირეულად 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება და საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი. ლატარიისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და მასში მონაწილეობას ის მოქალაქე შეძლებს ვინც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.