„მობილური იუსტიციის სახლი”

08 სექტემბერი 2021, 18:30 1608 ნახვა

„მობილური იუსტიციის სახლი“ – პროექტი საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პირველი, ვინც სამინისტროს ახალი მომსახურებით ისარგებლა, სოფელ ჭახათის მკვიდრი, 91 წლის მერიემ დავითაძე იყო. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა,  იუსტიციის მინისტრმა    აიდიD ბარათი პირადად გადასცა. უწყების ინფორმაციით, იუსტიციის სახლის სერვისებს შორის ყველაზე მოთხოვნადი სოფელ ჭახათში კოვიდბარათი აღმოჩნდა. საპილოტე რეჟიმში პირველ ეტაპზე 5 „მობილური იუსტიციის სახლი“ 6 რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის,  საბოლოოდ კი, პროექტი საქართველოს  ყველა იმ სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში