ოკუპანტებმა 18 წლის მამაკაცი გაიტაცეს

27 ნოემბერი 2016, 00:00 3208 ნახვა

სოფელ ჯარიაშენიდან არასრულწლოვანი გაიტაცეს. შემთხვევა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა სავარუდოდ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გატაცებულის ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და ამბობენ, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. საქართველოს მოქალაქის გატაცებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამჟამად დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი