უკრაინის ლუგანსკის ოლქში ქვანახშირის შახტის სატრანსპორტო კაბინის ბაგირის გაწყვეტის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ცხრა მაღაროელი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „ინტერფაქს უკრაინა“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევის დროს ლიფტში 25 ადამიანი იმყოფებოდა. ავარია ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჩერვონო პარტიზანკსში მოხდა. კაბინაში მყოფი დანარჩენი მაღაროების მდგომარეობა უცნობია.