საქართველოში კორონავირუსის 1965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 50 პაციენტი

07 სექტემბერი 2021, 10:40 806 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 50 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 996.

გუშინ საქართველოში 25 624 ტესტი ჩატარდა. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 740, „პისიარ“ ტესტით – 6 884.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,77%, ბოლო შვიდი დღის – 7,63%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 288, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 150, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 168, კახეთი - 161, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

სულ ჩატარდა 1 340 062 აცრა, დღიურად აცრილია 24 262.

კარანტინის რეჟიმშია 97, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 766 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 152 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი