2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული მასალების ნაწილი გასაჯაროვდება - შესაბამისი განკარგულება ამერიკის პრეზიდენტმა გამოსცა. ჯო ბაიდენის განცხადებით, ტერაქტიდან 20 წლისთავზე ამერიკელი ხალხი იმსახურებს უფრო სრულყოფილი სურათი დაინახონ იმაზე, რაც ხელისუფლებამ იცის ამ თავდასხმების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის მასალაზე წვდომა შესაძლებელი 6 თვეში გახდება.