ძლიერი წვიმა, მეწყერები, დაზიანებული სახლები

03 სექტემბერი 2021, 19:29 1116 ნახვა

ორდღიანმა უამინდობამ შექმნა პრობლემა ხელვაჩაურში. რამდენიმე სოფელში მეწყერი მეორედ  ჩამოწვა, შეიზღუდა გადაადგილება. სოფელ კიბეში გზაზე ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზა ჩახერგა და  ორი ოჯახი  გარესამყაროსაა მოწყვეტილი.  გზის სრულად გაწმენდას ტექნიკა გამოდარების შემდეგ შეძლებს. უხვმა ნალექმა საფრთხე შეუქმნა რამდენიმე  სახოვრებელ სახლს. დახმარებას ითხოვს სოფელ  მახოში ხინკილაძეების სოციალურად დაცველი ოჯახი. ისინი გასახლებას ითხოვენ. მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებშიც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი