საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

24 თებერვალი 2024, 12:54 2565 ნახვა

25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე, საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამინდის შესახებ, გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად, თოვლის სახით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში