დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის - გარემოს ეროვნული სააგენტო

26 მაისი 2024, 17:46 593 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება.

„გასული დღეების განმავლობაში, ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის, მდ. ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ- ს, ხოლო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ -ს მიაღწია. ამ ეტაპზე, მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება.

 

დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში