კვარიათში მშენებარე სასტუმროსთან მიწის მასამ დამცავი ჯებირი გაარღვია - გზა ამ დრომდე ჩაკეტილია 

03 სექტემბერი 2021, 11:38 2180 ნახვა

კვარიათში,  სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა, ამ დრომდე არ გაწმენდილი საავტომობილო გზა. ტერიტორია ორმხრივად ჩაკეტილია და გადაადგილება შეზღუდულია.

იოანე ლაზის ქუჩაზე, მშენებარე სასტუმროსთან, მიწის მასამ დამცავი კედელი გაარღვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მოქალაქეების ინფორმაციით, აღნიშნული ბეტონის ჯებირი მოსახლეობამ რამდენიმე წლის წინ ჩამოასხა. 

 მოსახლეობა დროებით შემოვლითი გზით სარგებლობს. ბათუმის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ბათუმში მეორე დღეა ძლიერი წვიმაა, რის გამოც ხელვაჩაურსა და ქობულეთში, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. 

 

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში