დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს  - ირაკლი ღარიბაშვილი 

31 აგვისტო 2021, 10:41 933 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეპიდვითარების კუთხით გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები გამოიკვეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გამოსავალი არის ვაქცინაცია და პირბადის ტარება. 

„გუშინაც ვთქვი და მინდა გავიმერო - გარკვეული, ასე ვთქვათ, დამშვიდების კონტურები და დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოგვცეს საფუძველი რომ მოვეშვათ. პირიქით, ძალიან მობილიზებულად, მაქსიმალურად უნდა დავასტაბილუროთ ვითარება. პირბადე და აცრა არის ამ სიტუაციაში გამოსავალი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს და ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან. ყველაფერი არის მართული და კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი