ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშაა

26 აგვისტო 2021, 10:22 916 ნახვა

ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშაა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ავსტრალია, აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ქაბულის აეროპორტში მისვლისგან თავი შეიკავონ,  ისინი კი, ვინც აეროპორტის მიმდებარედ იმყოფებიან,  სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია. ავღანეთიდან სამხედროების ევაკუაცია დაიწყო თურქეთის მთავრობამაც.  

გავრცელებული ინფორმაციით, „თალიბანმა“ ანკარას ქაბულის აეროპორტის მართვაში ტექნიკური დახმარების გაწევა სთხოვა, თუმცა უცნობია, დათანხმდება თუ არა თურქეთი ამ შეთავაზებას იმ პირობებში, როდესაც ავღანეთში ჯარისკაცები აღარ ეყოლება.

ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი 14 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს. აეროპორტიდან ქვეყანა 82 000-ზე მეტმა  ადამიანმა დატოვა.

ქვეყნები ხალხის ევაკუაციას ჩქარობენ. აეროპორტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იმყოფება, იმედი აქვთ, რომ ავღანეთის დატოვებას შეძლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი