რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

22 ნოემბერი 2024, 10:12 256 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა, რომელმაც სამიზნეს წარმატებით მიაღწია. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი წინასწარ შესთავაზებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს შესაძლო დარტყმის ზონების დატოვებას.

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ სარაკეტო სისტემების სატესტო რეჟიმში გაშვებას ნატო-ს აგრესიული ქმედებების საპასუხოდ ახდენს.

პუტინი მორიგი დარტყმების შესახებ გადაწყვეტილებას აშშ-ის ქმედებების შესაბამისად მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში