რუსი სამხედრო ბლოგერები ტელეგრამ არხებით კურსკის ოლქში სარაკეტო თავდასხმის კადრებს აქვეყნებენ. ჯერჯერობით უცნობია გამოიყენეს თუ არა თავდასხმის განსახორციელებლად ამერიკული ატაკამსის ან ბრიტანული შტორმ შადოუს ფრთოსანი რაკეტები. უკრაინამ ოთხშაბათს ბრიტანული შტორმ შედოუს ფრთოსანი რაკეტებით რუსეთში სამხედრო სამიზნეებს დაარტყა.
ეს არის უახლესი დასავლური იარაღი, რომლის რუსეთის სამიზნეებზე გამოყენების ნებართვა კიევმა ამერიკული ატაკამსის რაკეტების გასროლიდან ერთი დღის შემდეგ მიიღო. დასავლური იარაღით თავდასხმების შესახებ ინფორმაციას რუსული არხები ავრცელებენ.
უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერი ირწმუნება, რომ მას ბრიტანული შტორმ შადოუს გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მოსკოვის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის დასავლური იარაღის გამოყენება კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევს.