სრულად ვაქცინირებული გიდებისთვის შეღავათები დაწესდა

24 აგვისტო 2021, 15:03 1426 ნახვა

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სრულად ვაქცინირებული გიდებისათვის გარკვეული შეღავათები დაწესდა. ისინი მუზეუმებსა და დაცული ტერიტორიებზე უსასყიდლოდ შევლენ, ასევე ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით თანხის გადახდის გარეშე ისარგებლებენ. 

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. 

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დარგში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. სწორედ ამიტომ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით დავყავით სტიმულირების პაკეტის პროექტი. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ყველა გიდი, რომელიც სრული ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, ისეთით როგორიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით სრულიად უსასყიდლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გიდს, რომელსაც აქვს სრული ვაქცინაცია ჩატარებული, ისინი ამ ობიექტებზე შევლენ სრულიად უსასყიდლოდ,“- განაცხადა ქვრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი