გამკაცრებული მონიტორინგის მიუხედავად, კვლავ ფიქსირდება დარღვევები, ანუ მოსახლეობა სოციალურ ღონისძიებებზე, უარს მაინც არ ამბობს. ბოლო ერთი კვირაში შრომის ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, ათეულობით ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა. გარდა კვების ობიექტებისა, განსაკუთრებული კონტროლი ხვალიდან დაიწყება სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.