კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი ექიმების დასჯას მოითხოვს. გარდაცვლილის ოჯახს აქვს ეჭვები ექიმების დაუდევრობასთან, გულგრილობასთან, უყურადღებობასთან და უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით. გარდაცვლილის მამამ გენერალურ პროკურატურაში დღეს საჩივარი შეიტანა და შვილის გარდაცვალების მიზეზის გამოძიება მოითხოვა. გაიოზ ჩარკვიანი იმ კლინიკაში დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერების ამოღებას ითხოვს, სადაც მისი შვილი მკურნალობდა. 20 წლის ფეხბურთელი ვახტან ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.