ბათუმის საქალაქო სასამართლოში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. სხდომები დარბაზში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პროცესები დისტანციურ ფორმატშიც ტარდება. სასამართლომ ასევე დაიწყო სამოქალაქო ადმინისტრაციული საქმეთა განხილვაც, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო დროებით შეჩერებული იყო.