გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი მარდალეიშვილის კლინიკის წინააღმდეგ

18 ოქტომბერი 2021, 18:27 1754 ნახვა

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი რუსთავის მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს უჩივის. კოვიდით გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ექიმების დაუდევრობის გამო ქალი დაიღუპა. ოჯახი ამტკიცებს, რომ პაციენტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ის გარდაცვლილად გამოაცხადეს და უყურადღებოდ დატოვეს. ოჯახი ირწმუნება, რომ გადასვენების მიზნით მისულებს პაციენტი ცოცხალი დახვდათ.  კლინიკის ადმინისტრაცია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.  მომხდარზე მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომ.ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების მონიტორინგის ბერკეტები არ აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში