„პისიარ“ ტესტებისა და აცრის ბარათების გაყალბების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება - ეკატერინე ტიკარაძე

23 აგვისტო 2021, 13:09 926 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „პისიარ“ ტესტებისა და აცრის ბარათების გაყალბების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.

ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთიდან შემოსული ტურისტების მიერ „პისიარ“ ტესტებსა და აცრებთან დაკავშირებით დოკუმენტების შესაძლო გაყალბებაზე.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხის შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია არ არის.

„გაყალბებულ დოკუმენტაციასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. ამითი დაკავებულები არიან სხვა უწყებები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირებაში და შესაბამისად, მათ მხარეს არის რეაგირების კომპონენტი. ისინი აკეთებენ რეაგირებას. არის ერთეული შემთხვევები“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი