პრეზიდენტის ვიზიტი

25 ნოემბერი 2016, 00:00 3162 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 26 ნოემბერს, დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციას 80-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ასევე სხვა  წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტი აშხაბადში გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე თურქმენეთისა და ავღანეთის პრეზიდენტებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი