ვითარება ავღანეთში

21 აგვისტო 2021, 12:07 2013 ნახვა

ავღანეთიდან გუშინ გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე ამჟამად ბრიტანეთში, სამხედრო ბაზაზე იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ, მათთან იმყოფებიან ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. პარალელურად, ქაბულიდან ევაკუაციას ამ დრომდე ათასობით ადამიანი ელოდება - გზა აეროპორტამდე ისევ სახიფათოა. ქვეყნის დატოვების მსურველებს თალიბანი ფიზიკურად უსწორდება, ქუჩებში სროლის ხმა ისმის.  „თალიბანი“ ავღანეთის მთავრობის ახალი სტრუქტურის წარდგენას რამდენიმე კვირის განმავლობაში აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი