აშშ-ს გაფრთხილება „თალიბანს“

18 აგვისტო 2021, 11:58 764 ნახვა

აშშ-მ გააფრთხილა „თალიბანი“, არ ჩაერიოს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი გამანადგურებელ ზომებს მიმართავს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა. 

მაკკენზის თქმით, ის „თალიბანის“ ლიდერებს დოჰაში კვირას შეხვდა და განუცხადა, რომ თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას გამანადგურებელი საპასუხო ზომა მოჰყვება.  „აშშ-ის მოქალაქეებისა და ჩვენი პარტნიორების დაცვა ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ უსაფრთხო და ეფექტური გასვლისთვის“, – განაცხადა გენერალმა. 

მისი შეფასებით, ქაბულის ჰამიდ ყარზაის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკელი სამხედროები ეფექტურად ოპერირებენ და მოქალაქეთა და დიპლომატთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი