ამერიკულმა არმიამ არ უნდა იბრძოლოს იმ ომში, რომელშიც თავად ავღანელები არ იბრძვიან - ბაიდენი

17 აგვისტო 2021, 12:03 725 ნახვა

ავღანეთში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად წარმატების მიღწევა სამხედრო ძალით ვერ მოხდება. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა  განაცხადა. აქვე ჯო ბაიდენმა განაცხადა,  რომ არასწორია, „ამერიკელ ჯარისკაცებს მოსთხოვო იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც თავად ავღანელებს არ აქვთ საკუთარი თავის დაცვის უნარი“.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ავღანეთში შესვლისთვის ქვეყანას კონკრეტული მიზნები ჰქონდა, რომელსაც დიდი ხნის წინ მიაღწია და ამიტომ, ახლა იქ ჯარების დატოვების საჭიროება აღარ დგას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში