ნატოს- გენერალური მდივანი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს შეხვდა. როიტერის ცნობით მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებები ფლორიდაში პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ მხარეებს ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. უცხოური მედიის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის ომი უნდა განეხილათ და დასავლეთის თავდაცვის ხარჯების საკითხი. ამ დროისთვის მხარეებს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.