სროლა იყო იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან, რის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურის 3 თანამშრომელი დაშავდა. სააგენტოების ცნობით, ამანის რაბიას უბანში თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა საპოლიციო პატრულს.
სამართალდამცავებმა შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია შეძლეს. შემთხვევის ადგილას გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები, პოლიციამ ამანის რაბიას უბანში ალყაში მოაქცია და მოქალაქეებს მოუწოდა არ დატოვონ საკუთარი სახლები. ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში განხორციელდა თავდასხმა ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე.