გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა 

17 აგვისტო 2021, 11:21 3827 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. 

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება. ჩვენ თვეების განმავლობაში ყოველთვის ვამბობდიით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე მნიშველოვანი და ეფექტური საშუალება, რათა ჩვენ შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქეები 20 ლარით დაჯარიმდებიან. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი