აკონტროლებს თუ არა დაჯგუფება „თალიბანი“ ავღანეთის მთელს ტერიტორიას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სხვადასხვა ქვეყანამ ქაბულიდან თავისი მოქალაქეების გაყვანა უკვე დაიწყო. მაგალითად გერმანია ავღანეთში მყოფი თავისი მოქალაქეების და დამხმარე ავღანელების ევაკუაციისთვის სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს.
ქაბულიდან საკუთარ საელჩოთა პერსონალის გაყვანას აჩქარებენ დასავლეთის ქვეყნები. დაჯგუფება „თალიბანის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომაა.