ამერიკის კალიფორნიის შტატში მასწავლებლებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია ან რეგულარული ტესტირება დაწესდა. გუბერნატორის თქმით, შესაბამისი ბრძანება უკვე ძალაშია.
დოკუმენტი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სრულ ვაქცინაციას ან ყოველკვირეულ ტესტირებას ითვალისწინებს.
მანამდე კალიფორნიის შტატში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სავალდებულო ვაქცინაცია და რეგულარული ტესტირება დაწესდა.