მკაცრი ლოკდაუნები აღარ განიხილება - ამირან გამყრელიძე

12 აგვისტო 2021, 17:45 1921 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გასული წლისგან განსხვავებით მკაცრი ლოკდაუნები მართვის პროცესში აღარ განიხილება. 

მისივე განცხადებით, ვაქცინის შემოსვლის გამო განიხილება ე.წ ბალანსირებული მიდგომა.

მისივე თქმით, მთავარია მოქმედი რეგულაციების დაცვა და ამით ინფექციას შევაკავებთ.

„მოდით, კეთილსინდისიერად და პატიოსნად დავიცვათ ის შეზღუდვები, რაც დღესაა დაწესებული. დამერწმუნეთ, თუ თითოეული ჩვენგანი დავიცავთ იმ რეკომენდაციას, რაც არსებობდა და დროებითი შეზღუდევები რაც კიდევ დაწესდა, ინფექციას შევაკავებთ. მთავარი, რომ აღსრულება იყოს. სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება, ყველას პირბადე ეკეთოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი