მოქალაქეებს აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტაციის გარეშე უნივერსიტეტებში შეეძლებათ

12 აგვისტო 2021, 17:33 856 ნახვა

ჩემი უმორჩილესი თხოვნაა საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ გარდა წინასწარი ბუკინგისა აქტიურად მივმართოთ ყველა ამცრელ სამედიცინო დაწესებულებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უნივერსიტეტებთან განთავსებულ ამცრელ ცენტრებში მოქალაქეებს აცრი გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ.

"ხვალ იწყებს სერიოზული ამცრელი ცენტრი მუშაობას ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში, რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული. ასეთივე ამცრელი ცენტრები მომავალი კვირის განმავლობაში გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეებში, ასეთი იქნება თბილისში დიდ უნივერსიტეტთან, ასეთი იქნება ქუთაისში წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან. ისევე როგორც ყველა ამცრელ სივრცეში, დღეს არის ვირტუალური კაბინეტები, სადაც ჩაწერის გარეშე ადამიანები შეიძლება მივიდნენ და აიცრან. აცრებზე გადის ერთ-ერთი მთავარი გზა პანდემიის დასრულების, მეორე გახლავთ პირბადე და პირბადის მანდატორული ტარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში