გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

11 აგვისტო 2021, 13:49 749 ნახვა

გერმანიის პოლიციამ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი  დიდი ბრიტანეთის მოქალაქე  დააკავა. იგი ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოში მუშაობს.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ის რუსეთის სპეცსამსახურებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ინფორმაციას გასული წლის ნოემბრის შემდეგ აწვდიდა. ამჟამად მიმდინარეობს ეჭვმიტანილის სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში