ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

10 აგვისტო 2021, 20:15 879 ნახვა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. საცხოვრებელი კორპუსიდან დროულად მოხერხდა მოსახლეობის გამოსვლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში