''ქართული მარში'' დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას ითხოვს

09 აგვისტო 2021, 14:35 1106 ნახვა

„ქართული მარშის“ წევრებმა, ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსების მოთხოვნით მერიას განცხადებით მიმართეს.

გიორგი გაბედავას თქმით,  მათ დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა  მერიას 3 წლის წინ სთხოვეს და წერილობითაც მიმართეს, თუმცა გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ მიუღია.  მას დღეს მერიაში არ უპასუხეს.

ბათუმში ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსების გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2018 წელს მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი