საბერძნეთს ხანძრის ჩაქრობაში 22 ქვეყანა ეხმარება

09 აგვისტო 2021, 13:57 535 ნახვა

საბერძნეთს ტყის ხანძრების ჩაქრობაში 22 ქვეყანა ეხმარება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, "ტვიტერზე" დაწერა და მადლობა  გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელმაც ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარება და რესურსი გამოაგზავნა. საბერძნეთს დახმარება გაუწია ევროკავშირის 11 წევრმა ქვეყანამ. 

კუნძულ ევბეაზე ტყის ხანძრების გამო, საბერძნეთის ხელისუფლებამ ორი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა, მათ შორის მოხუცები ბორნით გადაიყვანეს.

საბერძნეთში ანომალური სიცხეებია. ტემპერატურამ  45 გრადუსს გადააჭარბა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი