თალიბები დიდ ქალაქებზე იერიშისთვის ემზადებიან

03 აგვისტო 2021, 14:02 915 ნახვა

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში თალიბანის რადიკალური მოძრაობის ბოევიკების თავდასხმების გამო 4-მა ტელეარხმა და 11-მა  რადიოსადგურმა მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ  ავღანეთის ინფორმაციისა და კულტურის სამინისტრო იუწყება. 

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მედიის საშუალებებმა მუშაობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჰილმენდის პროვინციის დედაქალაქ ლაშკარგაჰში თალიბების იერიშის  გამო მიიღეს.

ავღანეთში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება სამთავრობო ძალებსა და თალიბანის ბოევიკებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს სოფლის რაიონებში და ახლა დიდ ქალაქებზე იერიშისთვის ემზადებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში