სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა.
სომხური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა. სომხეთის ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომა გაიმართა და დეპუტატებმა ფიცი დადეს.
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში 3 პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი.