საფრანგეთში კოვიდ-პასპორტების შემოღება გააპროტესტეს

01 აგვისტო 2021, 12:25 1997 ნახვა

საფრანგეთში კოვიდ-პასპორტების შემოღება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. უკვე მე-3 კვირაა, რაც საფრანგეთის მოქალაქეები ხელისუფლების მიერ კოვიდ-პასპორტების დაწესებას აპროტესტებენ. აქციები საფრანგეთის ათობით ქალაქში გაიმართა, მათ შორის ყველაზე მასშტაბური პარიზის დემონსტრაცია იყო. ქალაქში პოლიციასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 3 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცავებმა 19 აქტივისტი დააკავეს.

საფრანგეთში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. ამას გარდა, რესტორანში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ადგილობრივებს ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდ-პასპორტების წარდგენა ან ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი