საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

14 აგვისტო 2024, 15:42 142 ნახვა

7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების B დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრას ჩეხეთთან გამართავს. 

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზება 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. 

ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ს საიტზე გაიყიდება. ბილეთების ფასი კი 10-30-50 ლარს შეადგენს.

საქართველოსა და ჩეხეთის  მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში