გერმანიის პროკურატურამ უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა

14 აგვისტო 2024, 13:58 408 ნახვა

გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა. გერმანელი გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ყვინთვის ინსტრუქტორი  იყო ერთ-ერთი მყვინთავი, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალ მილსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

ივნისში გერმანიამ პოლონეთს ეჭვმიტანილის დაკავების თხოვნით მიმართა. გერმანული გამოცემა შპიგელი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილმა პოლონეთი  უკვე დატოვა.

კიდევ ერთი კაცი და ქალი - ასევე უკრაინელი ყვინთვის ინსტრუქტორებია ეჭვმიტანილი სავარაუდო დივერსიაში, მაგრამ ჯერჯერობით მათზე დაკავების ორდერი არ არის გაცემული. უცნობია ვინ იდგა აფეთქებების უკან, რომელმაც  გაზპრომის ოთხი მილსადენიდან სამი გაანადგურა. რუსეთი და დასავლეთი აფეთქებებში  ერთმანეთს ადანაშაულებენ.

შვედეთის გამოძიებამ აფეთქების ადგილიდან ამოღებულ რამდენიმე ნივთზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინა, რაც ადასტურებს, რომ აფეთქებები წინასწარ დაგეგმილი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში