საბერძნეთი მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვის. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და ათეულობით დაშავებულის შესახებ.
სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებისთვის 700 მეხანძრე მაშველი მუშაობს.
მობილიზებულია 200 ერთეული სპეციალური ტექნიკა, პროცესში ჩართულია 35 ვერტმფრენი.
სპეციალისტების თქმით, სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.
საბერძნეთს სტიქიასთან ბრძოლაში შვიდი სახელმწიფო ეხმარება. ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედებულია ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის პროტოკოლი. თურქეთმა დახმარების მიზნით საბერძნეთს ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა.