უკრაინის თავდაცვის ძალები კურსკის ოლქში შეტევას განაგრძობენ

15 აგვისტო 2024, 10:10 341 ნახვა

უკრაინის თავდაცვითი ძალები კურსკის ოლქში შეტევასა და დასახლებული პუნქტების დაკავებას განაგრძობენ.

სამხედრო მმართველობის განცხადებით, სამი სოფელი უკრაინელების კონტროლს ექვემდებარება.

უკრაინის თავდაცვის ძალებისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფებმა 14 აგვისტოს, ღამით რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის, კურსკისა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქების ტერიტორიაზე ოთხ აეროდრომს შეუტიეს. გენერალური შტაბის ცნობით, დარტყმა განხორციელდა სამხედრო აეროდრომებზე.

რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა უკრაინის მოსაზღვრე გლუშკოვსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი