რუსეთში აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

15 აგვისტო 2024, 12:19 293 ნახვა

შეერთებული შტატები ინფორმირებულია რუსეთში აშშ-ის მოქალაქის  დაკავების შესახებ და  ის მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს დაკავებულისა და დაკავების მიზეზის შესახებ- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა.

მოსკოვის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე ჯოზეფ ტეიტერს ოთხშაბათს წვრილმანი ხულიგნობისთვის 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა-წერს  ტელეგრამ-არხი, რომელიც მონიტორინგს უწევს ქალაქის სასამართლოებს. მანამდე რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“იტყობინებოდა, რომ ტეიტერი 12 აგვისტოს წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და შემდგომ  იგი თავს დაესხა პოლიციელს, რის გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში